თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.
მან საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.
„დღევანდელ არჩევნებში, 14 მაისის არჩევნებთან შედარებით, სხვადასხვა პარტია არ იბრძვის. ახლა მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა თავიანთი არჩევანი ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში პირველად ხდება, რომ მოქალაქეები მეორე ტურშიც ხმას აძლევენ. თურქეთის დემოკრატიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. არჩევნებში 90% აქტივობა დაფიქსირდა, მსოფლიო ისტორიაში არცერთ ქვეყანაში ასეთი მაჩვენებელი და აქტივობა არ ყოფილა, თურქეთმა კი არჩევნები დემოკრატიულად და მშვიდობით ასეთი მაღალი აქტივობა აჩვენა მთელ მსოფლიოს. მჯერა, რომ დღესაც ასეთ აქტივობა დაფიქსირდება.
ჩვენს სამშობლოს სიმშვიდესა და გამარჯვებას ვუსურვებ და ვლოცულობთ, რომ ყველაფერი წყნარად და წარმატებულად ჩატარდეს. ეს ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ერდოღანმა.