პრეზიდენტი: არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე - პრეზიდენტს

პრეზიდენტი: არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე - პრეზიდენტს
27-05-2023, 13:19 - 2023
304

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობა ისევ გააკრიტიკა.


მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა პროტოკოლი დაარღვია.

„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში! ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არაფერი მოხდეს და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა