ენტონი ბლინკენი: ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად

ენტონი ბლინკენი: ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად

26-05-2023, 10:41 - 2023
396

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.


„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა