„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“: რუსეთი ბელგოროდიდან უკრაინის დაბომბვას ვეღარ შეძლებს

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“: რუსეთი ბელგოროდიდან უკრაინის დაბომბვას ვეღარ შეძლებს
22-05-2023, 20:34 - 2023
160

რუსეთის ოლქში, ბელგოროდის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მხარდამჭერი სამხედრო ჯგუფი „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“ ამბობს, რომ მათი მიზანი ბელგოროდში დემილიტარიზებული ზონის შექმნაა. 


მათივე თქმით, დემილიტარიზებული ზონის შექმნის შემდეგ რუსეთის ჯარები ვეღარ შეძლებენ ამ ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას. 

„სიტუაცია რთულია, ლეგიონი და რუსეთის მოხალისეების კორპუსი დემილიტარიზებულ ზონას ქმნის რუსეთის ფედერაციის საზღვართან, რათა [რუსეთის რეგულარულმა ძალებმა] ვეღარ შეძლონ უკრაინის დაბომბვა ამ ტერიტორიიდან

ჩვენ მიზნად ვისახავთ, რომ მთლიანი რუსეთ გავათავისუფლოთ რუსეთის დიქტატურისგან და დავასრულოთ ეს კრიმინალური ომი“, - წერს ლეგიონი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა