ხაშურში მსოფლიო და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

ხაშურში მსოფლიო და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს
22-05-2023, 13:09 - 2023
365

„ხაშურის სპორტის“ ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს.
 
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
 
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა.
 
რესტორანში მიწვეულები იყვნენ სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.
 
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები
რეკლამა