ხაბეიშვილი - ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს

ხაბეიშვილი - ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს

22-05-2023, 12:57 - 2023
346
       

„ლავროვის შვილი თავად ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, „ოკუპაციის შესახებ“ კანონში მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?!“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ხელისუფლება კოლაბორაციაშია კრემლთან.
 
ისინი ცალკე სახელმწიფოდ აღიარებენ აფხაზეთს და მის დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ. ლავროვები, ლავროვის ოჯახის წევრები, თავად იყვნენ ჩართული საქართველოს ოკუპაციაში, ეს, კონკრეტული ადამიანი - შვილი, ითხოვდა თბილისის აღებას 2008 წელს, მეტი რა უნდა დაირღვეს, რომ ეს ადამიანი არ შემოუშვან?! შეგახსენებთ, საქართველოს მეგობარი, ჟურნალისტი გორდონი არ შემოუშვეს საქართველოში, რაზე ვლაპარაკობთ?! ჩვენ მეგობრებს, ჩვენ პარტნიორებს არ უშვებენ და უშვებენ ლავროვს, პოზნერს, გავრილოვს, ეს არის მათი რუსული პოლიტიკა, ამას გამართლება არ აქვს. საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, ისინი არიან კოლაბორაციაში კრემლთან, მკვლელ პუტინთან და ამ კრიმინალურ დაჯგუფებასთან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული