ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს
19-02-2022, 12:29 - 2022
723

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„გამოაცხადეთ საერთო მობილიზაცია ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. დაუყოვნებლივ აცნობეთ LPR-ის სახალხო საბჭოს, LPR-ის მთავრობას მობილიზაციის შესახებ", -  ნათქვამია პასეჩნიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

პუშილინმა აღნიშნულის თაობაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და რეზერვში მყოფ მოქალაქეებს სამხედრო კომისარიატში გამოცხადებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, მოვიდნენ სამხედრო კომისარიატებში. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას გენერალური მობილიზაციის შესახებ“, - განაცხადა პუშილინმა თავის ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, გუშინ ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა