„კობახიძეს ამის უფლებას არ მივცემ“ | ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

„კობახიძეს ამის უფლებას არ მივცემ“ | ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი

20-05-2023, 17:33 - 2023
481
       

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.


კობახიძემ ქართველ ხალხს ქსენოფობები უწოდა.

„ეს განცხადებები, რაც მოვისმინე მე დღეს ბატონი კობახიძისგან და არ მჩვევია რაღაც განცხადებებზე პასუხი და პინგ -პონგი, მაგრამ, ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადზე თითქმის ნახევარი არის, ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს, თუ 80 ათასს, ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მითუმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომც თავის მოქალაქეების დასაცავად, შედის სხვადასხვა ქვეყნებში. თუ ბატონი კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას. არც საზოგადოება, არც მე და სადაც საზოგადოება, იქ მე ვიქნები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე

       
პოპულარული