დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ოპერაციების შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ცნობით, დღეს 09:00 საათის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 19-ჯერ დაარღვიეს.
„19 თებერვლის 09:00 საათისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 19 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 16 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა“, - აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ოპერაციების შტაბში.