„ხინკლის საჭმელად მოვდივართ, ვისაც არ უხარია მალე გაქრება“ | თბილისში მომავალი რუსები

„ხინკლის საჭმელად მოვდივართ, ვისაც არ უხარია მალე გაქრება“ | თბილისში მომავალი რუსები

19-05-2023, 13:33 - 2023
784
       

„ვნუკოვოდან“ თბილისში გამოფრენამდე, რუსეთის მოქალაქეები სამთავრობო „რიამ“ ჩაწერა. 


ისინი გახარებულები არიან, პირდაპირი ფრენების აღდგენით და ამბობენ, რომ საქართველოში გასართობად მოდიან.

„ძალიან მიხარია, რომ ფრენები აღდგა, ადრე სამი გადაჯდომა გვჭირდებოდა, ახლა თბილისში მოხვედრა მარტივია. ბილეთები მარტივად , სააგენტოს საშუალებით ვიყიდეთ. საქართველოში 5 დღით, გასართობად და ხინკლის საჭმელად მივდივარ“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი.

რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე კი იმედოვნებს, რომ ვისაც პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება არ გაუხარდა, მალე გაქრებიან. 

„უმრავლესობას გაუხარდა ფრენების აღდგენა, ხოლო ვისაც არ გაუხარდა, მალე გაქრება“, - ამბობს რუსეთიდან მომავალი მგზავრი.

       
პოპულარული