ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანა მდიდრდება

ღარიბაშვილი: დღეს ქვეყანა მდიდრდება

19-05-2023, 13:28 - 2023
437
       

„დღეს ქვეყანა მდიდრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


„დღეს ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ქვეყნის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და გაძლიერებას. დღეს ქვეყანა მდიდრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, თითქმის 10 მლრდ დოლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.დღეს უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანას აქვს 5 მლრდ ლარზე მეტი რეზერვები. გაიზარდა ხელფასები, პენსიები, საიდან შევძელით, შევძელით ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად. დღეს ბიზნესი რომ ვითარდება, ეკონომიკა რომ იზრდება. არავის, რომ არ აქვს, რამდენიმე ქვეყანას აქვს მსოფლიოში ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა, ბოლო ორო წელი ზედმიწევნით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


       
პოპულარული