მერაბ ჭიქაშვილი: ქართველების სახელით მადლლბა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს

მერაბ ჭიქაშვილი: ქართველების სახელით მადლლბა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს
19-05-2023, 11:22 - 2023
227

„საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს“, - ეს განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარის, მერაბ ჭიქაშვილის სიტყვებია.


ჭიქაშვილმა ეს განცხადება მოსკოვში საქართველოში გამოფრენამდე გააკეთა.

„ჩემი და ჩემი ორგანიზაციის სახელით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინს [განკარგულებაზე] ხელმოწერისთვის და ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, ეს იყო ერის მოთხოვნა და ყველამ კარგად ვიცით ამის მნიშვნელობა.

მთავარია არა მხოლოდ თავიდან დავიწყოთ, არამედ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში“, - თქვა მერაბ ჭიქაშვილმა.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა