უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას აგრძელებენ.
მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, 18 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაფიქსირდა 66 დარღვევა, მათგან 52-ში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად მოკავშირეთა ძალებს შორის მსხვერპლი არ არის.
რაც შეეხება 19 თებერვალს, მათივე ცნობით, დღეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 12-ჯერ დარღვევა, მათგან 11 მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
„გარდა ამისა, დონეცკის რეგიონში დაფიქსირდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატის ფრენა, სავარაუდოდ, ორლან-10, კონტაქტის ხაზის კვეთასთან. მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად მოკავშირეთა ძალებს შორის მსხვერპლი არ არის“, - ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში.