არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე საქართველოში პირველი საქმე მოიგო.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შევიწროებას კაცი მწვრთნელი ახორციელებდა. მათივე ცნობით, მოსამართლემ მორალური ზიანის მოთხოვნაც სრულად დააკმაყოფილა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.