მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე: რაც გინდათ, დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს

მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე: რაც გინდათ, დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს
16-05-2023, 17:05 - 2023
271

„გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი მთავარი მკადრებელია ამ ქვეყანაში - რაც გინდათ, დაავალეთ, ნებისმიერ რამეს იკადრებს, ნებისმიერ რამეს იტყვის, არ აქვს არანაირი პრობლემა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძე აღნიშნულ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია.

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებიც ცრუ ნარატივს მისდევენ, მაგრამ რაღაცებს არ კადრულობენ. რაღაც წითელი ხაზი არის, რასაც არ იკადრებს არც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, არც მათი ტელევიზიის რომელიმე წარმომადგენელი. მათაც კი აქვთ რაღაც ზღვარი. გიორგი ვაშაძეს ეს ზღვარი არ გააჩნია. ყველაფერს კადრულობს, რომ თავისი გადაფაროს. ზოგადად, ის არის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი და ცდილობს, გაღმა შედავებით სხვა რაღაცები დაამტკიცოს. დიდი პარადოქსი რა არის იცით? - ეჭვმიტანილები ითხოვენ, ჩვენ გამოგვაძიებინეთ საქმეო. ადამიანები, ვისკენაც კვალი მიდის, ვინც ერთ-ერთი მყარი ვერსიის თანახმად, გარეული იყო საქმეში, ითხოვენ, რომ გამოიძიონ ეს საქმე.

ასევე, გახარიას გუნდი ითხოვს ამ კომისიის შექმნას. “ქოლ-ცენტრების” შექმნა დროში ემთხვევა გახარიას შს მინისტრობას და გაფურჩქნას, მის პრემიერ-მინისტრობას. თუ ეს ვერსია მათკენ მიდის და შემდეგ “ნაცმოძრაობის” დამფინანსებლებისკენ, ე.ი. ვინც ერთმანეთთან იყვნენ შეთანხმებაში, ერთად უნდა გამოიძიონ ეს საქმე. ამ პარადოქსთან მიდის მათი ლოგიკა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა