„გავრილოვი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში საკუთარი ინიციატივით დაჯდა.
„ზარ-ზეიმით ვინ დახვდა?! თქვენ ხომ იცით როგორ დაჯდა გავრილოვი იმ სკამში [პარლამენტის თავმჯდომარის სკამში]? თავისი ინიციატივით.
იქ არ უნდა დამჯდარიყო გავრილოვი. ეს იყო ნიშანი - აი, აბუნტდითო.
ანუ გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან“, - განაცხადა ლადო კახაძემ.