ღარიბაშვილი: მე ვარ მთავრობის მეთაური და არა ქალბატონი სალომე

ღარიბაშვილი: მე ვარ მთავრობის მეთაური და არა ქალბატონი სალომე

12-05-2023, 01:21 - 2023
395
       

„ქვეყნის პრეზიდენტს, ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია, იგი არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.



ზურაბიშვილმა პუტინის გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა.

„აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტი და ჩვენ წარვმართავთ და ჩვენ ვახორციელებთ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. ქალბატონ სალომეს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური უფლება, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. 
მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს, გაუუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება.

ეს ფრაზა, ჩვენ თავმოყვარე, უძველესი ერი ვართ, ამას რომ ამბობს ვიღაც, არ ვიცი ვინ თქვა, არ მომისმენია, მაგრამ რუსეთის დაკრულზე ცეკვა და ასეთი გამონათქვამები, ეს არის ერის შეურაცხყოფა. თქვენ ნუ იმეორებთ ასეთ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული