რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

19-02-2022, 11:10 - 2022
710
       

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის, მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში და მის გარშემო 190 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
 
კარპენტერმა შედარებისთვის აღნიშნა, რომ 30 იანვარს რუსეთს უკრაინასთან მობილიზებული ჰყავდა 100 ათასი ჯარისკაცი და პერსონალი.
 
„ჩვენი შეფასებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, დააგროვა 169 000-190 000 სამხედრო პერსონალი უკრაინაში და მის მახლობლად“, - განაცხადა კარპენტერმა შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთი არ ესწრებოდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები