„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათთვის არა თუ პრობლემა არაა, პირიქით, მისასალმებელია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისია.
ასე უპაუსხა მან სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის წერილს.
„ეს ორი სენატორი 2012 წლამდე იყო ბედნიერი საქართველოში დემოკრატიული პროგრესით. ეს ხდებოდა 2012 წლამდე, ისინი იყვნენ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მეგობრები, სამწუხაროდ, ისინი იწონებდნენ იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც იყო ჩამოყალიბებული საქართველოში 2012 წლამდე, ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შეიძლება არ გაგვიკვირდეს ჩვენ, რომ დღეს ისინი ჩვენ დემოკრატიულ მდგომარეობას უწოდებენ უკუსვლას ყოველგვარი ფაქტის და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. არის აშკარა პოლიტიკური მიკერძოება, ეს მათი არჩევანია, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ სენატორს, მათ შორის მათი პოლიტიკური მიკერძოების გათვალისწინებით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის ასეთი პოლიტიკური მიკერძოება“, - თქვა კობახიძემ.