„არ გაუკეთებიათ არცერთი განცხადება ჩვენს მხარდასაჭერად“ | კობახიძე ევროპელ პარტნიორებზე

„არ გაუკეთებიათ არცერთი განცხადება ჩვენს მხარდასაჭერად“ | კობახიძე ევროპელ პარტნიორებზე

11-05-2023, 14:30 - 2023
351
       

„არ გაუკეთებიათ არცერთი განცხადება ჩვენს მხარდასაჭერად“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, პარტია ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს.

„ჩვენი პარტია ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან, სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისუტრ პარტიას არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება ქართული ოცნების მხარდასაჭერად.

მეტიც, მათი ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს, შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან მხარი დაუჭრა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშვის - დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



       
პოპულარული