ზარქუა პუტინზე: შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება იქნება

ზარქუა პუტინზე: შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება იქნება

11-05-2023, 04:16 - 2023
351
       



„შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება იქნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება. 

დღეს რუსეთის მოქალაქეები ისედაც, ლარსის ხეობიდან უპრობლემოდ გადმოდიან მანქანით, საერთოდ არ აქვთ შეზღუდვა და იცით თქვენ ამის შესახებ. 

ამიტომ, შემდეგი ნაბიჯი იქნება კარგი რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ოსეთი დააბრუნოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

       
პოპულარული