საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილენას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, რუსეთისგან საჩუქრები არავის სჭირდება.
„ჩვენ არ გვჭირდება საჩუქრები დღეს რუსეთიდან, ვითომც რაღაცა დათმობა. ჩვენ ვართ იმავე მხარეს დღევანდელ სიტუაციაში, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა, რომ ჩვენ ახლა ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ რაღაცა ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც ჩვენ გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ რაც ისმის, სანქციების გვერდის ავლის შესახებ, არ არსებობს დღეს ასეთი საფრთხე საქართველოდან, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და ჩვენ ვეღარ დავიცვათ თავი ამ ბრალდებებისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.