საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხმაურება.
პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს:
„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო აკრძალვის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორია!“, - წერს ზურაბიშვილი.