„ხალხის ძალი“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ცალმხრივია და ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
ჟურნალისტებმა მაჭარაშვილს სთხოვეს შეეფასებინა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა მაჭარაშვილმა კითხვას არ უპასუხა.
„ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით, რუსეთში რა ხდება, ფე ეს ბეში რა ხდება, ფე ეს ბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენიდან ვიგებ ხოლმე და თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. მთავარი არის ის, რომ მე გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თუ ამას ახლა მიიღებს რუსეთი, ესეც არის ცალმხრივი გადაწყვეტილება“, - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.