„ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს, რათა შეწყდეს მისი პრორუსული აქტივობა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
„ქართული ოცნება“, მმართველი პარტია გახდა პუტინის ოცნება და ისინი იქცევიან ისე, რომ არ გააღიზიანონ კრემლი. ეს არის აბსოლუტური სირცხვილი და გულდასაწყვეტია. ვიცით, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა განიცადა რუსეთის მხრიდან, 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, იგივე პროპორციითაა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიც.
სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და არ მაქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პრორუსული აგენტი და ამისთვის, ის უნდა დაისაჯოს. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს, რათა შეწყდეს მისი პრორუსული აქტივობები, რითიც ის ქმნის საქართველოსგან რუსეთის ვასალურ სახელმწიფოს. უნდა ვიმოქმედოთ დიპლომატიური პლატფორმით, ფრონტით, მათ წინააღმდეგ, ვინც თამაშობენ რუსული წესებით საქართველოში“, - განაცხადა გონჩარენკომ.