ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
7-05-2023, 02:24 - 2023
285

„ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ევროპასთან საქართველოს აკავშირებს ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა და ეს ფასეულობები ეფუძნება ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის პირველ რიგში აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან.
ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც.
შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა.  ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა