„ქართული პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს რომ შეუერთდეს, ამით ქვეყანა დაზარალდება მხოლოდ.
„რაზეა შემოტევები პირდაპირ ვთქვათ - რატომ არ შეუერთდით სანქციებს. დღეს ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ნორმალურად მოაზროვნე ახალგაზრდა, ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ მაგალითად, ქართული ღვინო ან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები რუსეთში თუ არ გავა, ამით დავანგრევთ რუსულ ეკონომიკას? ეს ხომ აბსოლუტურად სისულელეა, ამით ხომ პირიქით დავაზიანებთ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს, მათ, ვინც 24 საათი შრომობს, რომ ოჯახში პატარა ლუკმა-პურის ფული შეიტანონ. რატომ უნდა ჩაუკეტო ამის შესაძლებლობა, როცა მათ აქვთ ის რომ იშრომონ, მოიყვანონ პროდუქტები და გაყიდონ რუსულ ბაზარზე, ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის...“, - განაცხადა კახა კალაძემ.