„კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვცემენ, არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 12 პუნქტიანი გეგმა საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა.
„რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმას, ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.