„მწარედ მახსოვს იმ რეჟიმის სისასტიკე, 4 წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს“, - ამ სიტყვებით მიმართა გუშინ უცნობის აქციაზე შეკრებილებს სოფო სიხალურიძემ.
„მოკლედ გეტყვით, რატომ მოვედი დღეს აქ - ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით, მე მწარედ მახსოვს იმ რეჟიმის სისასტიკე, მაშინ პატარა ვიყავი, სულ რაღაც 4 წლის, მაგრამ მახსოვს და აღარ მინდა, რომ იგივე განმეორდეს, და დღეს, როდესაც ჩემს თანატოლებს ვხედავ ბოროტი ადამიანების გვერდით, გული მტკივა, რადგან ვხედავ, როგორ იყენებენ მათ თავიანთი ბინძური საქმეებისთვის, მინდა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა სოფო სიხარულიძემ.