რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა.
მის ამ განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მედვედევი 2008 წლის ომს სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
„უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო“, - თქვა მედვედევმა.