„საჭიროა მოცდა“ | ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მოქნე ბავშვებს

„საჭიროა მოცდა“ | ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მოქნე ბავშვებს

24-04-2023, 14:45 - 2023
408
       

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო წამლის დაფინანსებაზე უარი არ უთქვამს. 


ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენ უარს არ გეუბნებით ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10 მილიონზე და ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი ანუ მთავრობის, ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გჭირდება. სამინისტრო მზადაა ერთად გავიაროთ ეს პროცესი, დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება“, - თქვა ღარიბაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები