ბურჭულაძე: წყენას დავივიწყებ და ივანიშვილს ხელს ჩამოვართმევ

ბურჭულაძე: წყენას დავივიწყებ და ივანიშვილს ხელს ჩამოვართმევ

22-04-2023, 16:44 - 2023
1 381
       

პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების მხარდასაჭერად იმყოფება, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ის ქართველ ოლიგარქს სთხოვს ბავშვებს პრეპარატის საფასური დაუფინანსოს. 

ამ ქვეყანაში ფული აქვს მარტო ოცნებას და ქართუ ბანკს“. იცით, რომ მე ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევ ქვეყნის პირველ მტრად. გადადგას ეს ნაბიჯი, დაეხმაროს ამ მშობლებს და მე მივალ და მას ხელს ჩამოვართმევ, თუ, რა თქმა უნდა, მისთვის რამედ ღირს პაატა ბურჭულაძის ხელის ჩამორთმევა და რაღაცების დავიწყება. გადადგას ეს ნაბიჯი. ბავშვები უკვდებათ მშობლებს. ამაზე დიდის საშინელება რა უნდა მოხდეს? ქართუ ბანკმარა უნდა გაკეთოს ამაზე უკეთესი. დრო არარ ითმენს. ფონდი იავნანა“ ამ მთავრობის და ბიძინას დამსახურებით ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ, მაგრამ ჩვენს წვლილს მაინც შევიტანთ ამ დიდ საქმეში. მე მოვუწოდებ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან გააკეთოს ეს კეთილშობილური საქმე და მადლობას მიირებს არა ამრტო ჩემგან, არამედ მტელის აქართველოსგან“, - ამბობს პაატა ბურჭულაძე. 

       
პოპულარული