კალაძე: ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა ოჯახი

კალაძე: ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა ოჯახი

21-04-2023, 14:29 - 2023
475
       

„ივანიშვილმა ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა ოჯახი“, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე წერს.

კალაძე მმართველი პარტიის დაარსებიდან 11 წლის იუბილეს გამოეხმაურა.

„2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

„ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია - ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების“, - წერს კახა კალაძე.

       
პოპულარული