„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის!“ - უკრაინაში პოლონეთის 37 სატვირთო მანქანა შევიდა

„თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის!“ - უკრაინაში პოლონეთის 37 სატვირთო მანქანა შევიდა

18-02-2022, 23:25 - 2022
1 415
       

პოლონეთმა უკრაინას თანამედროვე შეიარაღებითა და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 37 სატვირთო მანქანა გაუგზავნა. 

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„რუსეთის საფრთხის ფონზე, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას! 

პოლიტიკური და საერთაშორისო მხარდაჭერის გარდა, კიევმა უკვე მიიღო 37 სატვირთო მანქანა ჩვენი ჰუმანიტარული დახმარებით, პოლონური იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით! 

თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის!“, - განაცხადა მიხალის დვორჩიკმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები