უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება ოკუპირებულ დონბასზე გავრცელებულ რუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ უკრაინა შეტევით ოპერაციების არ ახორციელებს.
კულება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა უალტერნატივოა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსულ პროპაგანდისტულ ცნობებს უკრაინის სავარაუდო შეტევითი ოპერაციების, ან ქიმიურ მრეწველობაში რაიმე დივერსიის შესახებ.
უკრაინა არ ახორციელებს და არც გეგმავს მსგავს ქმედებებს დონბასში. ჩვენ სრულად ვართ მოწოდებული საკითხის წმინდა დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ“, - წერს კულება.
Ми категорично спростовуємо повідомлення російської пропаганди щодо нібито наступальних операцій України чи будь-яких диверсій на хімічному виробництві. Україна не проводить та не планує жодних подібних дій на Донбасі. Ми цілковито віддані виключно дипломатичному врегулюванню.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) February 18, 2022