„ვივა მედის“ დირექტორი სააკაშვილზე: მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა

„ვივა მედის“ დირექტორი სააკაშვილზე: მეტალების შემცველობა სისხლში ნორმის ქვემოთაა

14-04-2023, 14:28 - 2023
394
       

„ვივა მედის“კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. 


მისივე თქმით, განმეორებით ჩაატარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება. 

ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა ლაბორატორიული მონაცემების გადამოწმება პერიოდულად, ეს პროტოკოლის შესაბამისად კეთდება. ჩვენ გაკეთებული გვქონდა აღნიშნული კვლევა მძიმე მეტალების შესახებ მაისის თვეში და მისი ძირითადი დაავადებიან გამომდინარე, ეს შედიოდა კვლევის პაკეტში, არა იმიტომ, რომ რაღაც ეჭვი იყო მიტანილი ინტოქსიკაციაზე და ასე შემდეგ, შედიოდა კვლევის პაკეტში და ამიტომ ეს კვლევა იყო შესრულებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა ისევ გადამოწმება, ამას მოითხოვს პროტოკოლი რომ მოხდეს მონიტორინგი ლაბორატორიული კვლევის შედეგების და შესაბამისად, ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს კვლევა, გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში და მივიღეთ ჩვენ იქიდან დასკვნა შესაბამისი, რომ მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ აღენიშნება შემცველობა. ანუ აქ ინტოქსიკაციაზე არ ყოფილა საუბარი“, - ამბობს ჩხაიძე. 

       
პოპულარული