გერმანიის ელჩი „ოცნებას“: ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? გერმანია?

გერმანიის ელჩი „ოცნებას“: ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? გერმანია?

14-04-2023, 14:22 - 2023
441
       

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა არაა შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად.

მისი თქმით, ახლა მთელი ძალისხმევა მიმართულია რუსეთის შესაზღუდად.

„მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „გლობალური ომის პარტიაზე“. არ ვიცი, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“. ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? მე ვკითხავდი იმ ადამიანებს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ასე ვერ იქნება. ეს სისულელე იქნებოდა, რადგან ჩვენი მიზანი იყო ამ ომის თავიდან აცილება და როცა რუსეთის აგრესიის გამო ომი დაიწყო, ჩვენ ვცდილობდით მის შეზღუდვას და არა გაფართოებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის საქართველოს სისუსტეები და შეზღუდვები და პატივს ვცემთ მათ. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია და ეხება რაღაც „გლობალური ომის პარტიას“, „მეორე ფრონტს“ და იმას, რომ ვიღაც ცდილობს ამის მოწყობას. არ ვიცი ვის გულისხმობენ. არა მგონია, ეს იყოს დასავლეთი“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

       
პოპულარული