მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აპირებს, რომ Post TV-ის წინააღმდეგ, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
Post TV-ის დამფუძნებელმა და ტელეწამყვანმა შალვა რამიშვილმა ბურჭულაძე „საქველმოქმედო თანხების გაფლანგვასა“ და თაღლითობაში დაადანაშაულა.
„სარჩელი შემაქვს სასამართლოში ჩემი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. ასეა როცა ენა წინ გისწრებს და ახლა ამტკიცე ვინ არის ჩვენს შორის მიმთვისებელი და თაღლითი“, - წერს პაატა ბურჭულაძე.