შსს აცხადებს, რომ ევროკავშირის დროშის დაწვისთვის პუტინისტებს დააჯარიმებს

შსს აცხადებს, რომ ევროკავშირის დროშის დაწვისთვის პუტინისტებს დააჯარიმებს
14-03-2023, 15:38 - 2023
112

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველზე პრო-პუტინისტური მოძალადე ჯგუფების მხრიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასა და დაწვაზე  ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.


უწყების ცნობით, პოლიცია სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას მოახდენს და მათ დააჯარიმებს.

„სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, - წერს შსს.

კომენტარები
რეკლამა