„ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 100 ევროპარლამენტარი კორუფციულ სკანდალშია გახვეული.
„ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარი არის გახვეული კორუფციის სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველოს ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.