FEEDC-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი, ნიკოლოზ ფეიქრიშვილი გამოიკვეთა.
აღნიშნულის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი. ფეიქრიშვილის შესახებ სხდომაზე კომპანია „მაგთის“ წარმომადგენელმა ისაუბრა.
ირკვევა, რომ პროკურატურამ „მაგთის“ მიმართა სასამართლოს განჩინებით, რომ ნიკოლოზ ფეიქრიშვილის სატელეფონო ზარებისა და სმს-ების ამოღება მომხდარიყო.
როგორც ირკვევა, საქმეში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ფეიქრიშვილისგან თანხა ისესხა, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კი მას თანხა ამავე საქმეში ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ დაუბრუნა.