„ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსულ კანონზე: შეცდომა იყო, თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსულ კანონზე: შეცდომა იყო, თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი
11-03-2023, 16:08 - 2023
613

„შეცდომა იყო, თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დავით სონღულაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

თუმცა პოსტი მალევე წაიშალა.

„მინდა, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ნამდვილად შეცდომა იყო. 
არ გავურბივარ პირად პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ თავადაც დიდი შეცდომა დავუშვი. 
ჩემს ყველა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველას, ვისაც პატივს ვცემ, ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა აზრიც ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, მათ შორის, პარლამენტში მოსვლის დღიდან, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ საქართველოს გამთლიანებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა ევროპისკენაა. 
ამიტომაცაა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული“, - წერდა გურჯაანის მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა