„ენმ“-ის დეპუტატი ხატია დეკანოიძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, კანონპროექტის უკან გაწვევა იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, რომლებიც ორი დღეა დარბევის მიუხედავად აქციას არ შლიან.
„ჩვენმა შვილებმა შეძლეს ეს! არასდროს რუსეთში! შვილებო, თქვენ გენაცვალეთ“, - წერს დეპუტატი, ხათია დეკანოიძე.