პრეზიდენტი: გაქვთ ბოლო შანსი, აჩვენოთ, რომ არ ხართ პრორუსული ძალა

პრეზიდენტი: გაქვთ ბოლო შანსი, აჩვენოთ, რომ არ ხართ პრორუსული ძალა

9-03-2023, 11:02 - 2023
352
       

„გაქვთ ბოლო შანსი, აჩვენოთ, რომ არ ხართ პრორუსული ძალა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობას CNN-ის ეთერში.

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად.

„ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება, ამ ადამიანებისთვის უცხოური გავლენის აგენტების წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, რუსულ პოლიტიკას, რომელიც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ მოდიან მშვიდობიანად და მოითხოვენ, რომ ეს კანონი გაიწვიონ. ვენეციის კომისია კი მომავალ დღეებში დიდი ალბათობით იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს. ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი შეამცირონ საზოგადოებასთან უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, რომ აჩვენონ, რომ არ არიან პრორუსული ძალა, აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არ არის მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

       
პოპულარული