რუსთაველზე მშვიდობიან მოქალაქეებს ისევ რეზინის ტყვიებით არბევენ.
ადგილზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლის მანქანა.
ცნობილია, რომ აქციის მონაწილეების მისამართით ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ისვრიან. მედიის წარმომადგენლების მიმართ კი სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობენ.
აქციაზე აკავებენ ადამიანებსაც.