ყაველაშვილი - საფეხბურთო კლუბები და საზოგადო მოღვაწეები ამჩატდნენ

ყაველაშვილი - საფეხბურთო კლუბები და საზოგადო მოღვაწეები ამჩატდნენ

7-03-2023, 16:05 - 2023
393
       

„ბევრი ამჩატდა“, - ასე გამოეხმაურა რუსული კანონპროექტთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილი სპორტული საზოგადოების ნაწილის გამოხმაურებებს.

პარლამენტში ყაველაშვილს ჟურნალისტებმა საფეხბურთო კლუბების პროტესტზე, ასევე ფეხბურთელ შოთა არველაძის გუშინდელ განცხადებაზე ჰკითხეს, რაზეც ყაველაშვილმა უპასუხა:

„ის, რაც ხდება ახლა გარეთ, იმისთვის უნდა გამოიყენონ რომ როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიონ. აქ კლუბები დაასახელეს და ზოგიერთი საზოგადო მოღვაწე ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა. არ სჭირდება დაკონკრეტება, ბევრი ამჩატდა იმიტომ რომ… კი, კი, ამჩატდა, ამჩატდა...

თითქოს კურსი შეცვალა ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს და ევროპაზე უარს გვათქმევინებენ - მსგავსი შეფასებებით, მარტივი პრიმიტიული შეფასებებით... როგორ შეიძლება დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგო ან მზექალა შანიძემ ან არ ვიცი იმ ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა და აზრი ვერ გამოიტანონ, რა არის მასში რუსული. როცა ამაზე პასუხს ვერ ვიგებ, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები სამწუხაროდ, ფეიკის სივრცეში არიან და გავლენის ქვეშ არიან
“, - თქვა მან.

       
პოპულარული