დიმიტრი პესკოვი - რაც დონბასში ხდება, ძალიან საშიშია

დიმიტრი პესკოვი - რაც დონბასში ხდება, ძალიან საშიშია

18-02-2022, 16:24 - 2022
996
       

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის, რაც დონბასში ხდება, „საგანგაშო და პოტენციურად ძალიან საშიშია“.

„ის რაც ხდება დონბასში, არის ძალიან შემაშფოთებელი ამბავი, ისინი იწვევს შფოთვის განცდას. პოტენციურად ძალიან საშიშია“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პესკოვმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რა წყაროებს იყენებს ვლადიმერ პუტინი დონბასში სიტუაციის მონიტორინგისთვის.

„რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აქვს ინფორმაციის მრავალი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ რეალური სურათი საქმის მდგომარეობის შესახებ”, - თქვა პესკოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები