ე.წ. კანონიერ ქურდებს და "ქურდული სამყაროს" წევრებს 8 და 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. კანონიერ ქურდებს და "ქურდული სამყაროს" წევრებს 8 და 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ
23-02-2023, 14:07 - 2023
450

"კანონიერ ქურდობაში", "ქურდული სამყაროს" წევრობასა და "ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში ბრალდებული ხუთი პირი პროკურატუტამ დამნაშავედ ცნო, მათ 8 და 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ("კანონიერი ქურდობა", დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), მეორე ბრალდებულს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ("ქურდული სამყაროს" წევრობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა), ხოლო 3 პირს - სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ე.წ. კანონიერ ქურდს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო "ქურდული სამყაროს" სამ წევრს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა