კობახიძე: ამერიკული კანონები სრული კატასტროფაა

კობახიძე: ამერიკული კანონები სრული კატასტროფაა
21-02-2023, 14:46 - 2023
301

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამერიკული კანონები სრული კატასტროფაა.

მისი თქმით, ამერიკული კანონის მიღებას ვერ დაუშვებს.

„გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს, როგორც ჩანს რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით, იყო ტყუილი, რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა