ვიოლა ფონ კრამონი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი

ვიოლა ფონ კრამონი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი

16-02-2023, 16:15 - 2023
426
       

„მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს.


მისი თქმით, საკითხი, ჰუმანიტარულ საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

„ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რაც შეიძლება მალე, რათა საქართველომ, ბოლოს და ბოლოს სხვა თემებზე მოახდინოს ფოკუსირება“, - წერს ევროპარლამენტარი.

       
პოპულარული